კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

შპს „გრინვილი“ დაარსდა 2016 წლის 15 ნოემბერს. კომპანიამ ააშენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმო, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს, მარგარინსა და ქართულ ყველს. საწარმო შეიქმნა პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ - აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით. 

„გრინვილი“  მდებარეობს თბილისში. გამოყოფილი ტერიტორია არის 2400 კვ.მ, რომელიც მოიცავს უშუალოდ საწარმოს, მაცივარს (-5 გრადუსი), სასაწყობე მეურნეობასა და საოფისე ფართს კომპანიის თანამშრომლებისთვის.