
შპს „გრინვილი“ დაარსდა 2016 წლის 15 ნოემბერს. კომპანიამ ააშენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმო, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს, მარგარინსა და ქართულ ყველს. საწარმო შეიქმნა პროექტის - „აწარმოე საქართველოში“ - აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით.
„გრინვილი“ მდებარეობს თბილისში. გამოყოფილი ტერიტორია არის 2400 კვ.მ, რომელიც მოიცავს უშუალოდ საწარმოს, მაცივარს (-5 გრადუსი), სასაწყობე მეურნეობასა და საოფისე ფართს კომპანიის თანამშრომლებისთვის.