ჩვენი მიზანია გავუწიოთ კონკურენცია საერთაშორისო ბრენდებს, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება გლობალურ ბაზრებზე და გავზარდოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის წილი იმპორტირებულ საქონელთან შედარებით.
ჩვენი მისიაა ქართულ ბაზარს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ ხარისხის ქართული პროდუქტი. ჩვენი მიზანია ავითვისოთ და დავიკავოთ წამყვანი პოზიციები ქართული, მცენარეული ცხიმის სპრედის ბაზარზე.
შპს „გრინვილი“ დაარსდა 2016 წლის ნოემბერში. ჩვენ ავაშენეთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს უმაღლესი ხარისხის ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმის სპრედის წარმოებას. პროექტი განხორციელდა „აწარმოე საქართველოში“ აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით.
საწარმო აღჭურვილია ევრო სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით, დაპროექტებული და აწყობილია შვეიცარიაში. ჩვენი მომწოდებელი „EGLI AG” ერთერთი ლიდერია მცენარუელი ცხიმების, კარაქისა და მარგარინის დანადგარების წარმოებაში, დახვეწასა და განვითარებაში მსოფლიოს მასშტაბით. დანადგარები არის ენერგო-ეფექტური და აღჭურვილია ეკონომაიზერებით. შესაბამისად, მათი უპირატესობა გამოიხატება როგორც გარემოზე ზრუნვის, ასევე, პროდუქციის მაღალი და უვნებელი დამუშავების პირობებში.